1. პროფესორი, მასწავლებელი ან მეცნიერი მუშაკი, რომელიც ეწვევა ხელშემკვრელ სახელმწიფოს არა უმეტეს ორი წლის პერიოდისა, ამ სახელმწიფოს უნივერსიტეტში, კოლეჯში, სკოლაში ან სხვა სასწავლო ან კვლევით დაწესებულებაში სწავლების ან სამეცნიერო კვლევის მიზნით და რომელიც უშუალოდ ამ ვიზიტამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, სწავლებიდან ან კვლევითი სამუშაოებიდან მიღებულ ნებისმიერ ანაზღაურებაზე იბეგრება ამ მეორე სახელმწიფოში. ამასთან, ამ მუხლის დებულებები ვრცელდება მხოლოდ ორი წლის პერიოდის მანძილზე, მას შემდეგ, რაც ფიზიკური პირი პირველად ეწვევა ხელშემკვრელ სახელმწიფოს აღნიშნული მიზნით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება კვლევითი სამუშაოებიდან მიღებულ შემოსავალზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სამუშაოები ტარდება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და არა უპირატესად მესამე პირის ან პირების პირადი ინტერესებისათვის
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 12.05.2010
მუხლი 19. პროფესორები, მასწავლებლები და მეცნიერი მუშაკები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
- მუხლი 14. შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან
- მუხლი 15. დირექტორთა ჰონორარები
- მუხლი 16. ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
- მუხლი 17. პენსიები
- მუხლი 18. საჯარო სამსახური
- მუხლი 20. სტუდენტები
- მუხლი 21. სხვა შემოსავლები
- მუხლი 22. ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა
- მუხლი 23. დისკრიმინაციის თავიდან აცილება
- მუხლი 24. ურთიერთშეთანხმების პროცედურა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.05.2010. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111207002, 13/12/2011.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 19, №0, 12.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1523432/muxli-19/