საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5372-IIს
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.016515
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111220011, 20/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდ ექსის(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12. 10. 2010, მუ ხ. 343) 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 43-ე ნაწილი:

„43. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 45 წლიდან 60 წლამდე ასაკის პირის მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირისაგან ან ფიზიკური პირისაგან ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი ახალ სამუშაო ადგილზე დაქირავებით მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში, თუ პირმა ამ სამუშაო ადგილზე დაქირავებით მუშაობა დაიწყო 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ივლისამდე და მუშაობის დაწყებამდე 3 თვის განმავლობაში უმუშევარი იყო. ეს წესი არ გამოიყენება, თუ პირი ზემოაღნიშნულ დამქირავებელთან დასაქმდება  იმავე სამუშაო ადგილზე უკვე დაქირავებული პირის გათავისუფლების შემთხვევაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                       მ . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 6 დეკემბერი.

№ 5372-IIს