თავი V — დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მოვალეობა პაციენტის მიმართ
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებით:
ა) პაციენტებსა და საზოგადოებაში პირადი მაგალითით ამკვიდრებდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს;
ბ) ხელმძღვანელობდეს მხოლოდ პროფესიული სტანდარტებით, ჰუმანიზმის პრინციპებით, საქართველოს კანონმდებლობით, პატივს სცემდეს პაციენტის ღირსებას, აღმსარებლობასა და ტრადიციებს;
გ) მაქსიმალურად ითვალისწინებდეს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს;
დ) იყოს უანგარო, პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას –თავისუფალი და დამოუკიდებელი;
ე) პირუთვნელად ასრულებდეს ექიმის ფიცს.
2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეთიკური და ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმები, რომელთა დარღვევაც იწვევს ამ კანონით გათვალისწინებულ პროფესიულ პასუხისმგებლობას და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკებრის კანონი №4133 - სსმI,№76,29.12.2010წ., მუხ.5
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 38. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ეთიკური პრინციპები და ინტერესთა შეუთავსებლობა 1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებით: ა) პაციენტებსა და საზოგადოებაში პირადი მაგალითით ამკვიდრებდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს; ბ) ხელმძღვანელობდეს მხოლოდ პროფესიული სტანდარტებით, ჰუმანიზმის პრინციპებით, საქართველოს კანონმდებლობით, პატივს სცემდეს პაციენტის ღირსებას, აღმსარებლობასა და ტრადიციებს; გ) მაქსიმალურად ითვალისწინებდეს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს; დ) იყოს უანგარო, პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას –თავისუფალი და დამოუკიდებელი; ე) პირუთვნელად ასრულებდეს ექიმის ფიცს. 2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეთიკური და ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმები, რომელთა დარღვევაც იწვევს ამ კანონით გათვალისწინებულ პროფესიულ პასუხისმგებლობას და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საქართველოს 2010 წლის 17 დეკებრის კანონი №4133-სსმI,№76,29.12.2010წ.,№4133 მუხ.509- სსმI,№76,29.12.2010წ., მუხ.5
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ბს-51(3კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2026
…დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება (1-ლი მუხლი). ამავე კანონის 38-ე მუხლის თანახმად, (1) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებით: ა) პაციენტებსა და საზოგადოებაში პირადი მაგალითით ამკვიდრებდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს;
- საქმე №ბს-1064(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2025
…„...“. შესაბამისად, დაუსაბუთებელია ე.გ-ას სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ იმ საფუძველზე მითითებით, რომ დაუშვებელია პროფესიული პასუხისმგებლობის სახით სახელმწიფო სერთიფიკატის გაუქმება, თუ სერთიფიკატის მოქმედება შეჩერებულია. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით დადგენილია, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებით: ა) პაციენტებსა და საზოგადოებაში პირადი მაგალითით ამკვიდრებდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს;
- საქმე №ას-970-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
…მოითხოვოს მისი ღირსების, ტრადიციების, აღმსარებლობის და პიროვნული ფასეულობების პატივისცემა (იხ.,,ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები" კონსტანტინე კუბლაშვილი, მეხუთე გამოცემა,,,იურისტების სამყარო" 2020 წ. გვ. 163) 20. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38.1 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას უნდა…
- საქმე №ბს-569(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
ჩ-ეის მიერ დარღვეულია „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტის მოთხოვნები. ზ. ჩ-ეის პასუხისმგებლობის საკითხი წამოიჭრა სხდომის მიმდინარეობისას, კერძოდ, 2019 წლის 16 მარტს 13:00 საათზე ზოგადი ქირურგების - კ.
- საქმე №2კ-357აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2020
ჯ-ამ არ მიიღო ყველა ზომა სწორი დიაგნოზის დასასმელად, კერძოდ: პაციენტს არ გაუკეთა სისხლის საერთო ანალიზი და არ ჩაუტარა რენდგენოლოგიური კვლევები, რითაც დაარღვია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე, 50-ე და 56-ე მუხლები (ხელმძღვანელობდეს პროფესიული სტანდარტებით, ითვალისწინებდეს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს, სამედიცინო მომსახურების უსაფრთხოებისა და ხარისხის უზრუნველყოფას და სხვ.).
- საქმე №ბს-257-257(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.10.2018
- საქმე №ას-891-841-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2016
- საქმე №330310115001002360 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 18.10.2018
- საქმე №330210016001598621 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.11.2019
- საქმე №330100116001324436 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2019
- საქმე №330210016001598621 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება