1. სამინისტრო პერიოდულად, წელიწადში ერთხელ მაინც, შერჩევით აკონტროლებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ წარმოებული სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და სამედიცინო დოკუმენტაციას.
2. შემოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტის მომზადებისა და განხილვის ყველა ეტაპზე აუცილებელია იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობა, რომლის საქმიანობაც შემოწმდა.
3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, თავისი შეხედულებით, უფლება აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს დაურთოს ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება მისი დამოკიდებულება დოკუმენტში მოცემული შენიშვნებისადმ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.06.2001).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-257-257(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.10.2018
…უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვაც ხდებოდა, არ მისცემია შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში, მისულიყო სხდომაზე, გაეცხადებინა საკუთარი მოსაზრებები და დაეცვა თავისი უფლებები იმ პირობებში, როდესაც „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტი საბჭოს ავალდებულებს, შემოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტების მომზადებისა და განხილვის ყველა ეტაპზე უზრუნველყოს იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობა, რომლის საქმიანობაც შემოწმდა.
- საქმე №ბს-229-226(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2014
15.03.13წ.). აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელე მოწვეულ იქნა საბჭოს მხოლოდ ერთ სხდომაზე (05.02.13წ.). „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 87-ე მუხლის თანახმად საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხარეების დასწრება სავალდებულოა. ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით შემოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტის მომზადებისა და განხილვის ყველა ეტაპზე აუცილებელია იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობა, რომლის საქმიანობაც შემოწმდა.
- საქმე №330310115001002360 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 18.10.2018
…უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვაც ხდებოდა, არ მისცემია შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში, მისულიყო სხდომაზე, გაეცხადებინა საკუთარი მოსაზრებები და დაეცვა თავისი უფლებები იმ პირობებში, როდესაც „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტი საბჭოს ავალდებულებს, შემოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტების მომზადებისა და განხილვის ყველა ეტაპზე უზრუნველყოს იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობა, რომლის საქმიანობაც შემოწმდა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება