„სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№481
სარეგისტრაციო კოდი
390040000.10.003.016641
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111223017, 23/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №481

2011 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,„სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებ აში (სსმ III, 2010 წელი, №100, მუხლი 1495) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სამინისტრო სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების საკითხს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებთან  ერთად, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აჭარის სატყეო სააგენტოს.“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ორგანო(ები)ს მიერ საკითხის შეთანხმების შემდგომ, სამინისტრო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული მისი უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შესახებ და მიმართავს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებისათვის.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

     პრემიერ-მინისტრი                                                                                          ნ. გილაური