მართვის ძირითადი პრინციპები
1. ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს, დადგენილი მარშრუტებით შეთანხმებული მიმოსვლის განხორციელებისას, ექნებათ სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობები.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას რთავს ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს, დამოუკიდებლად განსაზღვროს იმ მომსახურების სიხშირე და ტევადობა, რომელსაც ის სთავაზობს მომხმარებელს. ვერც ერთი ხელშემკვრელი მხარე ცალმხრივად ვერ დაადგენს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს მიმოსვლის ტევადობას, სიხშირეს ან საჰაერო ხომალდის ტიპის (ტიპების) რეგულირებას, იმ შემთხვევის გარდა, როცა კანონმდებლობით დადგენილია შეზღუდვები ტექნიკური, საექსპლუატაციო, საბაჟო და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესაბამისად, არადისკრიმინაციულ საფუძველზე.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო, მიმოსვლის დაწყებამდე არანაკლებ ოცდაათი (30) დღით ადრე, ფრენის განრიგებს დადგენილი ფორმით წარადგენს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებაში დასამტკიცებლად. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება შემცირდეს აღნიშნულ ხელისუფალთა შორის შეთანხმების გზით. ფრენების განრიგში უნდა აღინიშნოს: ფრენების დრო და სიხშირე, საჰაერო ხომალდის ტიპი და ტევადობა.
4. ფრენის განრიგში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დამტკიცებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, დამტკიცებული უნდა იქნეს იმ საავიაციო ხელისუფლებების მიერ, რომელიც ამტკიცებს ფრენის განრიგს.
5. თუ დანიშნულ ავიასაწარმოს სურს ფრენის განრიგში გათვალისწინებული ფრენების გარდა დამატებითი ფრენის განხორციელება, მან უნდა ითხოვოს ნებართვა მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებისაგან. აღნიშნული სახის ნებართვაზე მოთხოვნის წარდგენა უნდა მოხდეს ფრენების განხორციელებამდე სულ მცირე ორი (2) სამუშაო დღით ადრ
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ · რედაქცია 08.11.2010
მუხლი 8. შეთანხმებული მიმოსვლის განხორციელების
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. მიმოსვლის უფლებების მინიჭება
- მუხლი 3. ავიასაწარმოს დანიშვნა და ექსპლუატაციის
- მუხლი 4. საექსპლუატაციო უფლებამოსილების
- მუხლი 5. მომხმარებლის გადასახდელი
- მუხლი 6. საბაჟო გადასახდელები და გადასახადები
- მუხლი 7. შემოსავლების გადარიცხვა
- მუხლი 9. სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფა
- მუხლი 10. ტარიფები
- მუხლი 11. ავიასაწარმოს წარმომადგენლობა
- მუხლი 12. მიწისზედა მომსახურება
- მუხლი 13. საავიაციო უსაფრთხოება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.11.2010. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 06/01/2012.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 8, №0, 08.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016072 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1545198/muxli-8/