„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№490
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.016650
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №490

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 28.02.2011წ.) დამტკიცებული:

 1. დანართი №1-ის (სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12,300,290 ლარის ოდენობით, ამ დანართის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მოყვანილი ცხრილის შესაბამისად.“.

 2. №1 დანართის (სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პროგრამისა და მისი ქვეპროგრამების (კომპონენტების) ბიუჯეტი განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის ქვეპროგრამები (კომპონენტები)

ბიუჯეტი (ლარებით)

1

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

 

1,678,600

2

მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

250,000

3

დღის ცენტრების ქვეპროგრამა

2,050,824

4

მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო ტიპის მომსახურებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

3,542,365

5

მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

99,000

6

ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

109,220

7

ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ქვეპროგრამა

540,000

8

შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა

261,105

9

დასვენება-გაჯანსაღებისა და საკურორტო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა

94,476

10

ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა

656,700

10.1

დადგენილების დანართი 1.10-ის (ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის

626,700

10.2

დადგენილების დანართი 1.10-ის (ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალის-წინებული ღონისძიებებისათვის

30,000

11

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

40,000

12

გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა

86,400

13

ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა

108,000

14

დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

2,728,600

14.1

სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი

196,000

14.2

საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი

363,400

 

14.3

სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი

487,700

14.4

კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი

1,681,500

15

პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა

39,000

16

ყრუ-მუნჯების კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

16,000.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                ნ. გილაური