თავი VII — კულტურული ფასეულობის საკუთრების უფლების უკანონო გადაცემის თავიდან აცილება
1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა შეიძლება განხორციელდეს კანონიერი მესაკუთრის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ამ კანონით დადგენილი წესით.
2. კულტურული ფასეულობის გატანისას იურიდიული პირი ვალდებულია დოკუმენტურად დაასაბუთოს საკუთრების უფლება გასატან ნივთზე.
3. საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გამსვლელი ფიზიკური პირი ვალდებულია წარადგინოს საკუთრების უფლების დამამტკიცებელი საბუთები კულტურულ ფასეულობაზე, თუ განცხადებულია, რომ იგი საოჯახო რელიქვიისა და მემორიალური ფასეულობის სახით ინახება მის ოჯახში და არა სახელმწიფო მუზეუმში, არქივში ან კულტურული ფასეულობის საცავ სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში.
4. ამ მუხლის მოთხოვნა არ ვრცელდება საქართველოდან დროებით გასატან კულტურულ ფასეულობაზე.
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.09.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საკუთრების უფლება გასატანად განცხადებულ კულტურულ ფასეულობაზე 1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა შეიძლება განხორციელდეს კანონიერი მესაკუთრის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ამ კანონით დადგენილი წესით. 2. კულტურული ფასეულობის გატანისას იურიდიული პირი ვალდებულია დოკუმენტურად დაასაბუთოს საკუთრების უფლება გასატან ნივთზე. 3. საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გამსვლელი ფიზიკური პირი ვალდებულია წარადგინოს საკუთრების უფლების დამამტკიცებელი საბუთები კულტურულ ფასეულობაზე, თუ განცხადებულია, რომ იგი საოჯახო რელიქვიისა და მემორიალური ფასეულობის სახით ინახება მის ოჯახში და არა სახელმწიფო მუზეუმში, არქივში ან კულტურული ფასეულობის საცავ სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში. 4. ამ მუხლის მოთხოვნა არ ვრცელდება საქართველოდან დროებით გასატან კულტურულ ფასეულობაზე. საქართველოს 2003 წ.წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70მუხ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 23, 11/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება