„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№511
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.016671
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №511

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 624) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხებს უშუალოდ წარადგენენ: მთავრობის წევრი, აჭარის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, მთავრობის კანცელარიის უფროსი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, მთავრობის კანცელარიის ქვედანაყოფის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის გადაწყვეტილებით – სხვა პირი.“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი             ნ . გილაური