1. მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების წარმოქმნისას სააგენტოს შეუძლია მისი მოვალეობების შესრულების უფლება
გადასცეს
სათანადო სერტიფიკატის არმქონე მეზღვაურს განსაზღვრული ვადით, თუ მისი კომპეტენცია აკმაყოფილებს სააგენტოს მოთხოვნებს.
2. საშეღავათო ნებართვით მუშაობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
3. საშეღავათო ნებართვებს გემის კაპიტნისა და უფროსი მექანიკოსის თანამდებობების დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების წარმოქმნისას, არა უმეტეს
თვის ვადით.
4. საშეღავათო ნებართვებს რადიოსპეციალისტისა და რადიოტელეფონისტის თანამდებობების დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ რადიოკავშირის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
5. ნებისმიერი თანამდებობის დასაკავებელი საშეღავათო ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ პირზე, რომელსაც აქვს ერთი რანგით ნაკლებ თანამდებობაზე დასანიშნი კომპეტენციის სერტიფიკატი.
6. გემთმფლობელი ვალდებულია სათანადო კომპეტენციის არმქონე მეზღვაური უმოკლეს ვადაში შეცვალოს სათანადო კომპეტენციის სპეციალისტით.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 23.12.2011).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 59. საშეღავათო ნებართვა 1. მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების წარმოქმნისას სააგენტოს შეუძლია მისი მოვალეობების შესრულების უფლება გადასცეს სათანადო სერტიფიკატის არმქონე მეზღვაურს განსაზღვრული ვადით, თუ მისი კომპეტენცია აკმაყოფილებს სააგენტოს მოთხოვნებს. 2. საშეღავათო ნებართვით მუშაობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. 3. საშეღავათო ნებართვებს გემის კაპიტნისა და უფროსი მექანიკოსის თანამდებობების დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების წარმოქმნისას, არა უმეტეს 1 თვის ვადით. 4. საშეღავათო ნებართვებს რადიოსპეციალისტისა და რადიოტელეფონისტის თანამდებობების დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ რადიოკავშირის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 5. ნებისმიერი თანამდებობის დასაკავებელი საშეღავათო ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ პირზე, რომელსაც აქვს ერთი რანგით ნაკლებ თანამდებობაზე დასანიშნი კომპეტენციის სერტიფიკატი. 6. გემთმფლობელი ვალდებულია სათანადო კომპეტენციის არმქონე მეზღვაური უმოკლეს ვადაში შეცვალოს სათანადო კომპეტენციის სპეციალისტით. თავი VIII. მონიტორინგი, ზედამხედველობა და ხარისხის სტანდარტები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება