1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი სრულდება ელექტრონული და მატერიალური ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.
2. ელექტრონული ფორმით შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, მისი შემდგომი შენახვის უზრუნველყოფის მიზნით, შევსების შემდეგ მატერიალური ფორმით ამოიბეჭდება ერთ ეგზემპლარად.
3. მატერიალური ფორმით ამობეჭდილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერს ხელს აწერს და ბეჭდით ადასტურებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილი პირი.
4. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის სისწორესა და შევსების ხარისხზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელმაც შეავსო აღნიშნული ჩანაწერი.
5. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შევსების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანები
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1088(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.02.2026
კასატორი აქვე,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ იუსტიციის მინისტრის N18 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3, მე-10 მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის სისწორესა და შევსების ხარისხზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელმაც შეავსო აღნიშნული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 31/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება