ა) შეიქმნას საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისია საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, რომლის შემადგენლობაშიც შედიან №1 დანართით გათვალისწინებული პირები;
ბ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №254 განკარგულება;
გ) დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის დებულება №2 დანართის შესაბამისად