თავი II — ჰიგიენის სპეციალური მოთხოვნები შინაური ჩლიქოსანი ცხოველის ხორცის მიმართ
1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია განახორციელოს ცოცხალი შინაური ჩლიქოსანი ცხოველის სასაკლაომდე ტრანსპორტირება ჯანმრთელობის ისეთი დაზიანების გარეშე, რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ამ ცხოველისაგან მიღებული ხორცის უვნებლობაზე.
2. ბიზნესოპერატორმა არ უნდა განახორციელოს დაავადებული ცოცხალი შინაური ჩლიქოსანი ცხოველის ტრანსპორტირება სასაკლაომდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ნებადართულია ვეტერინარი ექიმის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2019.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 14/03/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება