1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის გათვალისწინებით, სამედიცინო ვაუჩერი წარმოადგენს შესაბამისი პროგრამის მოსარგებლეებისათვის მომსახურების ანაზღაურების ფინანსურ ინსტრუმენტს.
2. ვაუჩერი შეიძლება იყოს მატერიალიზებული ან არამატერიალიზებული.
3. მატერიალიზებული ვაუჩერის შემთხვევაში ვაუჩერის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს შესაბამისი პროგრამის განმახორციელებელი, რომელიც ასევე უზრუნველყოფს მატერიალიზებული ვაუჩერების ბეჭდვას და გაცემას სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ადმინისტრაციულ ასიგნებათა ფარგლებში.
4. სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეა ფიზიკური პირი (შემდგომში – ვაუჩერის მოსარგებლე).
5. ვაუჩერის მოსარგებლეს უფლება აქვს შესაბამისი სამედიცინო ვაუჩერით გათვალისწინებული საქონელი/მომსახურება მიიღოს პროგრამის ნებისმიერი მიმწოდებლისგან.
თავი II
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირე
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1416(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2020
N157/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ქრონიკული ინკურაბელური დაავადებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო განმარტავს პალიატიური მზრუნველობის მიზნებს და ამოცანებს, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავსი სახის განსაზღვრებებს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — 2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2012.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 16/03/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება