1. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედება არის ატმოსფერულ ჰაერზე ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე.
2. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების სახეებია:
ა) ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება;
ბ) ატმოსფერულ ჰაერზე რადიაციული ზემოქმედება;
გ) ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურება;
დ) ატმოსფერულ ჰაერზე ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-586-507-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.04.2005
…ექსპერტთა კომისიამ დასაშვებად მიიჩნია, რომ ვეგეტო-ასთენიური და ნევრასტენიული სინდრომები, ქრონიკული ბრონქიტი ასთმური კომპონენტებით, სუნქვის უკმარისობა გამოწვეული იყოს მავნე ფაქტორების ხანგრძლივი ერთობლივი ზემოქმედების შედეგად. “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ატმოსფერულ ჰაერზე ხმაურის ზემოქმედება ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანტროპოგენური ზემოქმედების ერთ-ერთი სახეობათაგანია.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება