1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) საქართველოს სსრ კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., №7, მუხ. 131);

ბ) „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს სსრ კანონის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., №7, მუხ. 131) საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

გ) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1981 წლის 19 ივნისის დადგენილება „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს სსრ კანონის სამოქმედოდ შემოღების წესის თაობაზე“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., №7, მუხ. 131).

2. 2008 წლის 1 იანვრიდან ძალდაკარგულად იქნეს ცნობილი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) 41-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 59-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,1999 წლის 22 ივნისი.

№2116-IIს

დანართი

საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №246 – ვებგვერდი, 12.03.2021წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №793 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

№

ს ა ქ მ ი ა ნ ო ბ ე ბ ი

ნედლი ნავთობის (გარდა საზეთ-საპოხი მასალისა) გადამუშავება

10 მეგავატი ან 10 მეგავატზე მეტი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ექსპლუატაცია

თუჯის, ფოლადის ან/და ფეროშენადნობების წარმოება, პირველადი ან/და მეორეული დნობის ჩათვლით

თუჯის ან ფოლადის დნობა პროდუქციის წარმოების მიზნით

შავი ლითონის დამუშავება: ლითონის ცხლად დამუშავება, სამჭედლო გრდემლით, დამცავი ლითონის ფენით დაფარვა წელიწადში 50 ტონა ან 50 ტონაზე მეტი წარმადობით

ფერადი ლითონის (გარდა ძვირფასი ლითონისა) დნობა წელიწადში 20 ტონა ან 20 ტონაზე მეტი წარმადობით

ლითონშემცველი მადნის გამოწვა და აგლომერირება

მეტალურგიული, ქიმიური ან ელექტროქიმიური პროცესების მეშვეობით მადნიდან, კონცენტრატებიდან ან მეორეული ნედლეულიდან (მათ შორის, ნარჩენების აღდგენის შედეგად) ფერადი ლითონების წარმოება, გარდა საიუველირო წარმოებისა

ძირითადი ორგანული ნაერთების წარმოება

ძირითადი არაორგანული ნაერთების წარმოება

ფოსფოროვანი, აზოტოვანი ან/და კალიუმოვანი სასუქების მარტივი ან/და რთული წარმოება

შუალედური პროდუქტის ქიმიური დამუშავებით ქიმიური ნივთიერების წარმოება

ფარმაცევტული პროდუქტების, საღებავების, ლაქების, პეროქსიდის, ელასტომერის ან/და პლასტიკური მასალის წარმოება

ცემენტის, კირის, გაჯის ან/და თაბაშირის წარმოება

მინის ან/და მინის პროდუქციის (მათ შორის, მინის ბოჭკოს) წარმოე