„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№135
სარეგისტრაციო კოდი
390050010.10.003.016808
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/04/2012

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება №135

2012 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., მუხ. 1533) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“: 

1. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის მიმღები

ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის (შემდგომში – ნადირობის დოკუმენტი) მიღების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს,ხოლო გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველის ტყვეობაში გამრავლებისა და მოპოვების მიზნით ნადირობის დოკუმენტის მიღების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც აქვს:

ა) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია;

გ) მოწყობილი ცხოველის ტყვეობაში გამრავლების ცენტრი.“.

2. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. თუ ნადირობის დოკუმენტის საფუძველზე უნდა განხორციელდეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება მისი შემდგომში ტყვეობაში გამრავლების მიზნით, დაინტერესებული პირი ვალდებულია, სააგენტოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა ნადირობის დოკუმენტის მისაღებად წარუდგინოს:

ა) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის ტყვეობაში გამრავლების გეგმა, რომელშიც ასახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა.ა) დასატყვევებელი ინდივიდების რაოდენობის, სქესისა და ასაკის თაობაზე;

ა.ბ) ცხოველის ცოცხლად დაჭერის მეთოდის შესახებ;

ა.გ) ცოცხლად დამჭერი ხაფანგების გამოყენების შემთხვევაში მათი შემოწმების პერიოდულობის თაობაზე;

ა.დ) დატყვევების დროისა  და ხანგრძლივობის თაობაზე;

ა.ე) მოსალოდნელი შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების თაობაზე;

ა.ვ) ცხოველის ტყვეობაში გამრავლებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თაობაზე;

ა.ზ) აღწარმოებისათვის გამოსაყენებელი მეთოდების შესახებ;

ა.თ) ცხოველთა აღწარმოებაზე დაკვირვების სიხშირისა და მეთოდების შესახებ;

ა.ი) ცხოველის ტყვეობაში გამრავლებისას გამოსაყენებელი შიდასააღრიცხვო დოკუმენტაციის შესახებ;

ბ) ამ წესის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტი.“.

3. 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პირი, რომელიც ნადირობის დოკუმენტის საფუძველზე ახორციელებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველის ტყვეობაში გამრავლებას, ვალდებულია განახორციელოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის ტყვეობაში გამრავლების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ნ . გილაური