1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიერ, −
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
4. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა ამ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №992 – ვებგვერდი, 16.10.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.10.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.10.2025 კანონი №992
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 347. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიერ, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 4. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა ამ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №2კ-294აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2026
დაცვის მხარე, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლად უთითებს, 2025 წლის 16 ოქტომბერს, საქართველოს სსკ-ის 347-ე მუხლსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741-ე მუხლში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლზე დაყრდნობით, სასამართლოს უნდა მიეღო დ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება