1. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის მიერ საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა ან დეკლარაციაში არსებული ხარვეზის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა −
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №313 - სსმ I, №24, 20.10.2008 წ., მუხ.159
საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1380 – ვებგვერდი, 04.03.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.03.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.03.2026 კანონი №1380
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 355. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა 1. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვისქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა,შეტანა – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 2. პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის მიერ საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა ან დეკლარაციაში არსებული ხარვეზის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა − ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №313 - სსმ I, №24, 20.10.2008 წ., მუხ.159
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-499(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.06.2022
…ბრალის ხარისხის განმსაზღვრელ ფაქტორს, გადაცდომის გაუფრთხილებლობით თუ განზრახ ჩადენას (აღსანიშნავია, რომ დეკლარაციაში პირდაპირ განზრახ, არასწორი მონაცემების შეტანა, აგრეთვე დეკლარაციის განზრახ განმეორებით წარუდგენლობა, სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას). ამჟამად მოქმედი რეგულაციისაგან განსხვავებით „საჯარო სამსახურში ინტერესთა…
- საქმე №2კ-412-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.09.2021
სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 355-ე მუხლით - ჯარიმა 1000 ლარი. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარი.
- საქმე №2კ-21-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.05.2019
ტ-ს ბრალი დაედო ს-ის რ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლსა და 355-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად 355-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დოკუმენტის გაყალბება ან ყალბი დოკუმენტის გამოყენება, ჩადენილი განგრძობითად, დამამძიმებელ…
- საქმე №330802219002998016 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 31.05.2019
ტ-------ს ბრალი დაედო ს-------ის რ-------–---ს სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლსა და 355-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად 355-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დოკუმენტის გაყალბება ან ყალბი დოკუმენტის გამოყენება, ჩადენილი განგრძობითად, დამამძიმებელ…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება