სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სფეროებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია:
ა) სურსათის უვნებლობის ნორმებისა და პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობა;
ბ) მომხმარებელთა სპეციალური ჯგუფებისათვის მოთხოვნების (მათ შორის, ბავშვთა და ჩვილ ბავშვთა კვებასთან და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების) განსაზღვრაში მონაწილეობა;
გ) სურსათით გამოწვეული დაავადებების მონიტორინგის, კვლევისა და კონტროლის განხორციელება და შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება, რეკომენდაციებისა და წესების შემუშავება დაავადებათა პრევენციის, ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მიზნით;
დ) ზოონოზური დაავადებისა და სურსათით გამოწვეული დაავადების გამოვლენის შემთხვევაში სააგენტოს ინფორმირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული კრიზისული მდგომარეობის მართვაში მონაწილეობა და ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით (IHR-2005) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს 2014
წლის 17 აპრილის
კანონი №2285
- ვებგვერდი, 02.05.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3083
–
ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3083
- 17.04.2014 კანონი №2285
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები და ვალდებულებები სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სფეროებში სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სფეროებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია: ა) სურსათის უვნებლობის ნორმებისა და პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობა; ბ) მომხმარებელთა სპეციალური ჯგუფებისათვის მოთხოვნების (მათ შორის, ბავშვთა და ჩვილ ბავშვთა კვებასთან და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების) განსაზღვრაში მონაწილეობა; გ) სურსათით გამოწვეული დაავადებების მონიტორინგის, კვლევისა და კონტროლის განხორციელება და შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება, რეკომენდაციებისა და წესების შემუშავება დაავადებათა პრევენციის, ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მიზნით; დ) ზოონოზური დაავადებისა და სურსათით გამოწვეული დაავადების გამოვლენის შემთხვევაში სააგენტოს ინფორმირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული კრიზისული მდგომარეობის მართვაში მონაწილეობა და ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით (IHR-2005) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2023.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება