1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლის, ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელების მექანიზმებია:
ა) ინსპექტირება;
ბ) მონიტორინგი;
გ) ზედამხედველობა;
დ) დოკუმენტური შემოწმება;
ე) ნიმუშის აღება;
ვ) აუდიტი.
2. სააგენტომ შესაძლებელია სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანების შესრულების დელეგირება მოახდინოს ერთ ან ერთზე მეტ მაკონტროლებელ ორგანოზე, თუ:
ა) არსებობს იმ ამოცანების ზუსტი აღწერილობა, რომლებიც შესაძლებელია შეასრულოს მაკონტროლებელმა ორგანომ;
ბ) მაკონტროლებელი ორგანო არის მიუკერძოებელი და ინტერესთა კონფლიქტისგან თავისუფალი მისთვის დელეგირებული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით.
3. მაკონტროლებელი ორგანო აკრედიტებული უნდა იყოს საქართველოს ან ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების შესაბამისი ორგანოს მიერ.
საქართველოს 2014
წლის 17 აპრილის
კანონი №2285
- ვებგვერდი, 02.05.2014წ.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.11.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 02.11.2021 კანონი №975
- 17.04.2014 კანონი №2285
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმები 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლის, ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელების მექანიზმებია: ა) ინსპექტირება; ბ) მონიტორინგი; გ) ზედამხედველობა; დ) დოკუმენტური შემოწმება; ე) ნიმუშის აღება.აღება; ვ) აუდიტი. 2. სააგენტომ შესაძლებელია სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანების შესრულების დელეგირება მოახდინოს ერთ ან ერთზე მეტ მაკონტროლებელ ორგანოზე, თუ: ა) არსებობს იმ ამოცანების ზუსტი აღწერილობა, რომლებიც შესაძლებელია შეასრულოს მაკონტროლებელმა ორგანომ; ბ) მაკონტროლებელი ორგანო არის მიუკერძოებელი და ინტერესთა კონფლიქტისგან თავისუფალი მისთვის დელეგირებული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით. 3. მაკონტროლებელი ორგანო აკრედიტებული უნდა იყოს საქართველოს ან ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების შესაბამისი ორგანოს მიერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №010310018002414778 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 04.05.2018
…მათ შორის, მისასვლელი გზა და ჩამოსატვირთი მოედნები უნდა იყოს მოასფალტებული ან მობეტონებული (მოპირკეთებული), ადვილად ირეცხებოდეს და სუფთავდებოდეს. სატრანსპორტო საშუალებებისათვის უნდა მოეწყოს ცალკე შესასვლელი დეზობარიერით. 6.4.,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 26-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლის, ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელების მექანიზმებია: ა)ინსპექტირება;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2023.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება