1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისთვის პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და სამართალდამრღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვს სააგენტოს უფლებამოსილ პირს.
3. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლებსაც ერთდროულად განიხილავს სააგენტოს ერთი და იგივე უფლებამოსილი პირი, სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება იმ სანქციის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია უფრო დიდი ოდენობის ჯარიმა. თუ რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმასთან ერთად სხვა ადმინისტრაციული სახდელიც არის დადგენილი, უფრო დიდი ოდენობის ჯარიმასთან ერთად ეს სახდელიც გამოიყენება.
4. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისას სამართალდამრღვევის მიმართ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ადგენს საჯარიმო ქვითარს/ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
5. ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
6. სამართალდამრღვევის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევის ქმედებაში არის ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დააკისროს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
7. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ პირმა იგივე ქმედება ჩაიდინა წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ მიიჩნევა, თუ პირმა შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე.
8. ამ კოდექსით გათვალისწინებული ერთი და იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს არ შეიძლება დაეკისროს ამავე კოდექსით განსაზღვრული სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელი ან განმეორებით დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.11.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 02.11.2021 კანონი №975
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 63. პასუხისმგებლობის საფუძვლები 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვისდარღვევისთვის პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითკოდექსითა და „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონისკანონით. შესაბამისად. 2. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისგანხილვისა და სამართალდამრღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვს სააგენტოს უფლებამოსილ პირს. 3. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთარომლებსაც საქმეებს ერთდროულად განიხილავს სააგენტოს ერთი და იგივე უფლებამოსილი პირი, სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება იმ სანქციის ფარგლებში, რომლისთვისაცრომლითაც გათვალისწინებულია უფრო დიდი ოდენობის ჯარიმა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმასთან ერთად სხვა სახდელიცააადმინისტრაციული სახდელიც არის დადგენილი, უფრო დიდი ოდენობის ჯარიმასთან ერთად ეს სახდელიც გამოიყენება. 4. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისას სამართალდამრღვევის მიმართ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ადგენს საჯარიმო ქვითარს/ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 5. ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 6. სამართალდამრღვევის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ დამრღვევისსამართალდამრღვევის ქმედებაში არის ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დააკისროს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისმიღებიდან დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. 7. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ პირმა იგივე ქმედება ჩაიდინა წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ მიიჩნევა, თუ პირმა შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე. 8. ამ კოდექსით გათვალისწინებული ერთი და იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს არ შეიძლება დაეკისროს ამავე კოდექსით განსაზღვრული სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელი ან განმეორებით დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №010310017002201606 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 08.07.2019
…თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე. ამავე კანონის 63.5 მუხლის თანახმად ინსპექტირებისას შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ჯარიმდება ამ კოდექსის მხოლოდ 68-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო 68.1…
- საქმე №120310017002073475 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.05.2019
…ქვეპუნქტის შესაბამისად, შეუსაბამობა არის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა. იმავე კოდექსის 63-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ინსპექტირებისას შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ჯარიმდება ამ კოდექსის მხოლოდ 68-ე მუხლის…
- საქმე №010310018002414778 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 04.05.2018
…თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ინსპექტირებისას შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ჯარიმდება ამ კოდექსის მხოლოდ 68-ე მუხლის საფუძველზე,…
- საქმე №120310017002073475 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 05.01.2018
…მუხლის,,ჰ10“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეუსაბამობა არის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა; ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ინსპექტირებისას შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ჯარიმდება ამ კოდექსის მხოლოდ 68-ე მუხლის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2023.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება