ა) შეიმუშავებს ორგანოთა მოძიების, აღების, შენახვისა და გადანერგვის სტანდარტებს;
ბ) შეიმუშავებს დონორებისა და რეციპიენტების შერჩევისა და ტესტირების კრიტერიუმებს, განსაზღვრავს ამ კანონის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტული დოკუმენტის ფორმას;
გ) განსაზღვრავს ორგანოების ხარისხის კონტროლის სტანდარტებს, აწარმოებს ორგანოების აღების, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დაცვის, ორგანოების ვარგისობის და ჰისტოშეთავსების დადგენის კონტროლს;
დ) პერიოდულად ამოწმებს სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებების, ტრანსპლანტაციის ბანკების საქმიანობის სტანდარტებთან შესაბამისობას და ტრანსპლანტაციის სფეროში მათ მიერ განხორციელებული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლს; თუ საჭიროა, აჩერებს ლიცენზიის მოქმედებას ან აუქმებს მას;
ე) უზრუნველყოფს დონორებისა და რეციპიენტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებებსა და ტრანსპლანტაციის ბანკებს შორის, აგრეთვე ზემოაღნიშნული დაწესებულებებისათვის საავადმყოფოებიდან ინფორმაციის მიწოდებას;
ვ) აწესრიგებს საერთაშორისო თანამშრომლობას ორგანოთა გადანერგვის სფეროში; დაინტერესებულ უწყებებთან ერთად მონაწილეობს ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის ნორმატივების შემუშავებაში;
ზ) თანამშრომლობს ორგანოთა გადანერგვის საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პროფესიულ გაერთიანებებთან.
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3055
–
ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3055
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.09.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 27 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: ა) შეიმუშავებს ორგანოთა მოძიების, აღების, შენახვისა და გადანერგვის სტანდარტებს; ბ) შეიმუშავებს დონორებისა და რეციპიენტების შერჩევისა და ტესტირების კრიტერიუმებს, განსაზღვრავს ამ კანონის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტული დოკუმენტის ფორმას; გ) განსაზღვრავს ორგანოების ხარისხის კონტროლის სტანდარტებს, აწარმოებს ორგანოების აღების, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დაცვის, ორგანოების ვარგისობის და ჰისტოშეთავსების დადგენის კონტროლს; დ) პერიოდულად ამოწმებს სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებების, ტრანსპლანტაციის ბანკების საქმიანობის სტანდარტებთან შესაბამისობას და ტრანსპლანტაციის სფეროში მათ მიერ განხორციელებული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლს,კონტროლს; თუ საჭიროასაჭიროა, აჩერებს ლიცენზიის მოქმედებას ან აუქმებს მას; ე) უზრუნველყოფს დონორებისა და რეციპიენტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებებსა და ტრანსპლანტაციის ბანკებს შორის, აგრეთვე ზემოაღნიშნული დაწესებულებებისათვის საავადმყოფოებიდან ინფორმაციის მიწოდებას; ვ) აწესრიგებს საერთაშორისო თანამშრომლობას ორგანოთა გადანერგვის სფეროში.სფეროში; დაინტერესებულ უწყებებთან ერთად მონაწილეობს ადამიანის ორგანოთა ექპორტ-იმპორტისექსპორტ-იმპორტის ნორმატივების შემუშავებაში; ზ) თანამშრომლობს ორგანოთა გადანერგვის საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პროფესიულ გაერთიანებებთან. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 8, 15/03/2000.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება