მუხლი 51🔗
თავის ტვინის ფუნქციის სრული, შეუქცევადი შეწყვეტის დამადასტურებელი წერილობითი დასკვნების, ცოცხალი ან გარდაცვლილი დონორისაგან ორგანოს ასაღებად საჭირო, ამ კანონის მე-14–15 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და ცოცხალი ან გარდაცვლილი დონორისაგან ორგანოს აღების, ტესტირების და შენახვის ამსახველი დოკუმენტაციის შენახვის ვადაა 20 წელი. დოკუმენტაცია დადგენილი წესით უნდა განადგურდეს ამ ვადის გასვლის შემდეგ არა უგვიანეს ერთი წლისა.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 23.02.2000).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.09.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 51 თავის ტვინის ფუნქციის სრული, შეუქცევადი შეწყვეტის დამადასტურებელი წერილობითი დასკვნების, ცოცხალი ან გარდაცვლილი დონორისაგან ორგანოს ასაღებად საჭირო, ამ კანონის მე-14–15 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და ცოცხალი ან გარდაცვლილი დონორისაგან ორგანოს აღების, ტესტირების და შენახვის ამსახველი დოკუმენტაციის შენახვის ვადაა 20 წელი. დოკუმენტაცია დადგენილი წესით უნდა განადგურდეს ამ ვადის გასვლის შემდეგ არა უგვიანეს ერთი წლისა. თავი XII ორგანოებით ვაჭრობის აკრძალვა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 8, 15/03/2000.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება