2. პირს უფლება აქვს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე მოითხოვოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევის, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო მომსახურების გაწევა.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2703-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.45
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3551 - ვებგვერდი, 18.05.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.05.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.05.2015 კანონი №3551
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.05.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 45 1. სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირისათვის ხორციელდება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით. 2. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებისთანავე პირს უფლება აქვს, მოითხოვ ოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევა, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და საჭიროებისას – სამედიცინო მომსახურება. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2703-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.45 [მუხლი 45 1. სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის უზრუნველყოფილია სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით. 2. პირს უფლება აქვს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე მოითხოვოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევის, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო მომსახურების გაწევა. (საქართველოს ამოქმედდეს2010 2015 წლის 19 ივლისიდანმარტის )]კანონი №2703-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.45
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-777(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2023
…ავადმყოფობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისგან. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს კანონის,,პატიმრობის კოდექსის“ 6.1, 7.1,,ვ“ და,,კ“, 13.1, 14.1.,,ა.ბ“, 24.1, 119-ე მუხლებზე და,,პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1, 46-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში დავის განხილვის მომენტისათვის მოსარჩელე დ.
- საქმე №ბს-1263(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2021
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის…
- საქმე №ბს-448-443(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.02.2013
…ავალებს მოქმედების განხორციელებას. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით გარანტირებულია მსჯავრდებულის უფლება სამედიცინო მომსახურებით სარგებლობაზე, რაც ამავდროულად გულისხმობს მოპასუხის ვალდებულებას გაუწიოს მას სამედიცინო მომსახურება. „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებისთანავე პირს უფლება აქვს მოითხოვოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევა, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და საჭიროებისამებრ - სამედიცინო მომსახურება.
- საქმე №330310017002184939 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.07.2019
პირველი ინსტანციის სასამართლომ „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიუთითა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის უზრუნველყოფილია სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით;
- საქმე №330310017002184939 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.12.2018
კერძოდ, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის უზრუნველყოფილია სახელმწიფო სამედიცინო…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პაციენტის უფლებების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 19, 25/05/2000.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება