„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№262
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016935
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №262

2012 წლის 13 ივ ლ ისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1014) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ივანე მერაბიშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საბჭოს თანათავმჯდომარე

რამაზ ნიკოლაიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ვახტანგ ბალავაძე – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე

დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ზაზა გოროზია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

ვერა ქობალია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

დალი ხომერიკი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

ლაშა მგელაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

მამუკა ვაწაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

ირაკლი კვაშილავა – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი

ანი ქათამიძე – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი              ი. მერაბიშვილი