1. ურეკის ტერიტორიის ამ წესებით დადგენილი სახეობებით გამოყენება და განაშენიანება დასაშვებია იმ შემთხვევებში, თუ ტერიტორია უზრუნველყოფილია სათანადო ინფრასტრუქტურით.
2. განაშენიანებული ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი განვითარება (რაციონალიზაცია, ინტენსივობისა და სიმჭიდროვის ზრდა) დასაშვებია, მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურის დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისობის ან გაუმჯობესების პირობებში.
3. გაუნაშენებელი ტერიტორიის განაშენიანება დასაშვებია მხოლოდ სათანადო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის შემდგომ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ურეკის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.08.2012.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 20/08/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება