1. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სდ-ის ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უშუალო უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სასწავლო პროგრამებში შემავალი საგნების მასწავლებელი შეიძლება იყოს:
ა) საავიაციო-პირველადი განათლების მქონე ავიასპეციალისტი;
ბ) უმაღლესი განათლების მქონე არასაავიაციო სპეციალისტი, რომელსაც აქვს სამოქალაქო ავიაციის სდ-ში წასაკითხის მომიჯნავე საგნების სწავლების სამწლიანი სტაჟი.
2. მასწავლებლობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს საკუთარი სპეციალობით მუშაობის შემდეგი სტაჟი:
ა) სხ-ის ეკიპაჟის წევრს – 5 წელი ან 3 წელი ინსტრუქტორის რანგში;
ბ) სმ მეთვალყურესა და ავიადისპეტჩერს – 5 წელი მეთვალყურის (ავიადისპეტჩერის) რანგში;
გ) სხ-ის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს – 5 წელი ინჟინრის რანგში.
3. კანდიდატი სააგენტოში შემდეგ საბუთებს წარადგენს:
ა) განცხადებას და სდ-ის ან ავიასაწარმოს ხელმძღვანელის შუამდგომლობას (დანართი №13 და №14);
ბ) განათლების დამადასტურებელ საბუთებს;
გ) სასწავლო საგნის მასალებს (სახელმძღვანელო(ები), კონსპექტ(ებ)ი, ნაბეჭდი, ან ელექტრონული ვერსია).
4. სააგენტო ამოწმებს სახელმძღვანელო მასალასა და კანდიდატის მიერ ლექციის ჩატარების უნარს, საგნის რომელიმე თემის მიხედვით, და, დადებითი შეფასების შემთხვევაში, გასცემს „მასწავლებლის მოწმობას“ (დანართი №10).
5. მასწავლებლის მოწმობაში მითითებულ უნდა იქნეს ყველა ის საგანი, რომელთა სწავლების უფლება ენიჭება კანდიდატს.
6. „მასწავლებლის მოწმობა“ გაიცემა არა უმეტეს 3 წლის ვადით.
ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 15.07.2025
მუხლი 43. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების მასწავლებლის მოწმობის გაცემა
თავი V — ავიასპეციალისტების მომზადებისა და გადამზადების წესები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 37. ავიასპეციალისტის ახალ ტექნიკაზე გადასამზადებლად დადგენილი მინიმალური ნაფრენი (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, ვსხ)
- მუხლი 38. აერნაოსნად მომზადება და გადამზადება
- მუხლი 39. ბორტინჟინრად მომზადება და გადამზადება
- მუხლი 40. მეორე პილოტის მეთაურად მომზადება (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, ვსხ)
- მუხლი 41. ინსტრუქტორად მომზადება, მოქმედების ვადის გაგრძელება (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, ვსხ)
- მუხლი 42. სახელმწიფო ავიაციაში ნაფრენის ჩათვლა
- მუხლი 44. მოწმობებისა და ბლანკების აღრიცხვა, უწყებრივი რეესტრის წარმოება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2025. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 03/09/2012.
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 43, №150, 30.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016032 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1733571/muxli-43/