„აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოხმარების მიზნით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.017175
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №11

2013 წლის 29 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოხმარების მიზნით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, „აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოხმარების მიზნით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №285 დადგენილებაში (სსმ, 010240010.10.003.016446, 25/07/2011)  შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1.  დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოხმარების მიზნით გადაცემის შესახებ“.

2.  დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნება დაერთოთ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს, მათ ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნები, ფარმაცევტული და კვების პროდუქტები, საკუთარი გადაწყვეტილებით, დასაბუთებული საჭიროების არსებობისას, მოხმარების მიზნით გადასცენ კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი