1. ნავთობისა და გაზის ოპერაციები და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციები შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ განახორციელონ სახელმწიფომ და ფიზიკურმა პირმა ან იურიდიულმა პირმა ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად.
2. ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის უფლება აქვთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ამ კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9
საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №671 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.
თავი II.ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო მართვა და რეგულირება
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116
საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188
საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №671 – ვებგვერდი, 16.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 12.06.2025 კანონი №671
- 12.06.2025 კანონი №671
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-872(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
…და გაზის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის უფლება აქვთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ამ კანონის შესაბამისად.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნავთობისა და გაზის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება