„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.017205
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №38

2013 წლის 21 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით (სსმ, 2009 წელი, მუხლი 127) დამტკიცებულ დებულებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტი;“.

2. დებულების მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტი – რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შედგენის მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება დეპრესიული, მაღალმთიანი რეგიონების თავისებურებათა გათვალისწინებით; რეკომენდაციების შემუშავება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის არსებულ დისპროპორციათა შემცირების უზრუნველსაყოფად; წინადადებების შემუშავება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების, რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებათა განხორციელებისათვის; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და მათი რეალიზაციის მონიტორინგის განხორციელება, სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების რეალიზაციის ეფექტიანობის ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად სათანადო წინადადებების მომზადება ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად; სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის შესახებ სათანადო წინადადებების მომზადება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თვითმმართველობის განხორციელებასთან მიმართებაში საქართველოს მოქალაქეთა კანონით დადგენილი უფლებების დაცვის ხელშეწყობა; რეგიონული მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების სფეროში უცხო სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და მათი დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება; წინადადებების შემუშავება რეგიონული პოლიტიკის სრულყოფის, თვითმმართველობის განვითარების, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის, გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიის სრულყოფის შესახებ; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;“.

3. დებულების მე-9 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ეკონომიკური დეპარტამენტი – სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა, სამინისტროში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შედგენის მეთოდური რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა; პროგრამებისა და პროექტების რეალიზაციის ეფექტიანობის ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად სათანადო წინადადებების მომზადება; თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის, გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და მისი განაწილების შესახებ მომზადებული საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად წინადადებების მომზადება; ტერიტორიულ ჭრილში საბიუჯეტო პროცესის რეგულირების საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ბიზნესგეგმების პროექტების განხილვის, დამტკიცების, კორექტირების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიისათვის წარსადგენად იმ საწარმოების ბიზნესგეგმების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება, რომელთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილები მართვის უფლებით გადაეცა სამინისტროს; ფაქტობრივად მიღებული მოგების განაწილების თაობაზე საწარმოებიდან შესული წინადადებების, საწარმოებში ინვესტიციების დაბანდების, საწარმოების მიერ სესხებისა და კრედიტების აღების თაობაზე საკითხების განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება; მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, განსაზღვრული წესის შესაბამისად საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის, რეალიზაციის, სარგებლობის უფლებით გადაცემისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმებით განკარგვის საკითხების განხილვა და წინადადებების მომზადება; მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა და ორგანოთა, აგრეთვე საწარმოთა საფინანსო საქმიანობის კონტროლის ღონისძიებათა განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი