1. საკრედიტო კავშირის საქმიანობის პრინციპებია:
ა) წევრობის ნებაყოფლობითობა;
ბ) ერთი და იმავე თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ფიზიკურ პირთა საერთო ნიშნით გაერთიანება. ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრების შეცვლის შემთხვევაში საკითხი რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით;
გ) წევრთა უშუალო მონაწილეობა საკრედიტო კავშირის მართვაში.
11. საკრედიტო კავშირის წევრთა რაოდენობა 200-ს არ უნდა აღემატებოდეს.
2. საკრედიტო კავშირი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი საბანკო საქმიანობა:
ა) მიიღოს ანაბრები მხოლოდ თავისი წევრებისაგან;
ბ) გასცეს სესხები მხოლოდ თავის წევრებზე;
გ) განახორციელოს ინვესტიციები ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად;
დ) გასწიოს ზემოაღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება, სასესხო ვალდებულებების აღების ჩათვლით.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1896 - ვებგვერდი, 11.01.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.12.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 23.12.2017 კანონი №1896
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (10.03.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. საკრედიტო კავშირის საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილება 1. საკრედიტო კავშირის საქმიანობის პრინციპებია: ა) წევრობის ნებაყოფლობითობა; ბ) ერთი და იმავე თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ფიზიკურ პირთა საერთო ნიშნით გაერთიანება;გაერთიანება. ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრების შეცვლის შემთხვევაში საკითხი რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით; გ) წევრთა უშუალო მონაწილეობა საკრედიტო კავშირის მართვაში. 11. საკრედიტო კავშირის წევრთა რაოდენობა 200-ს არ უნდა აღემატებოდეს. 2. საკრედიტო კავშირი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი საბანკო საქმიანობა: ა) მიიღოს ანაბრები მხოლოდ თავისი წევრებისაგან; ბ) გასცეს სესხები მხოლოდ თავის წევრებზე; გ) განახორციელოს ინვესტიციები ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად; დ) გასწიოს ზემოაღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება, სასესხო ვალდებულებების აღების ჩათვლით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-1058-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.12.2022
…შემოსავალი. 5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ იმ გარემოებებს დაეფუძნა, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ფიდუციური ვალდებულებები და მოპასუხეთა მოქმედებებით კავშირს მიადგა ზიანი, კერძოდ: 5.1. „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, საკრედიტო კავშირი უფლებამოსილია გასცეს სესხები მხოლოდ თავის წევრებზე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 23, 24/07/2002.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება