1. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლეს საბჭოში იქმნება დროებითი კომისია.
2. დროებით კომისიაში უმაღლესი საბჭოს ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც. დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.
3. დროებითი კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოების წარმომადგენლებისათვი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 15.07.2008).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2020.
გამოქვეყნება: სსმ, 16, 26/07/2008.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება