თავი IV — სამართლებრივი ურთიერთობები მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე
(1) მომთხოვნი კომპეტენტური უწყების წევრის სამსახურებრივი ურთიერთობები, დასაქმება და დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს მისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.
(2) თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოთხოვნის მიმღებმა კომპეტენტურმა უწყებამ თავისი წევრების მსგავსი დაცვა და დახმარება უნდა უზრუნველყოს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყების იმ წევრებისთვის, რომლებიც ახორციელებენ თავიანთ მოვალეობებს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებშ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2012.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 16/05/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება