„საქართველოს გარემოს დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის განსაზღვრისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№128
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.017293
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №128

2013 წლის 23 მაისი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის განსაზღვრისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს გარემოს დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის განსაზღვრისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №93 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  29/04/2013, 010240010.10.003.017257) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ეროვნულმა სატყეო სააგენტომ უზრუნველყოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ქონების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გადაცემა შემდგომში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსათვის გადაცემის მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი