„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№170
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017335
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №170

2013 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის N118 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, N89, მუხლი 1014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა ივანიშვილი

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

დავით ნარმანია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

ნოდარ ხადური

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

მირიანე ოდიშარია

_

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი

შალვა ფიფია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

კახა კალაძე

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

დავით დარახველიძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი

თენგიზ შერგელაშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

შოთა მურღულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

არჩილ ცაბუტაშვილი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” დირექტორი

დავით შავლიაშვილი

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

ერეკლე ტრიპოლსკი

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე

ზურაბ ტყემალაძე

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე

დავით ონოფრიშვილი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე

ეკატერინე გიგაური

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი.“.

 

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენების გზითაც, რა დროსაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან 24 საათში მიიღონ გადაწყვეტილება (,,მომხრე“, ,,წინააღმდეგი“). სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მართვის ერთიანი ავტომატური საშუალების გამოყენების გზით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მასში მონაწილეობს საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც. თითეულ წევრს მხოლოდ ერთი ხმის უფლება აქვს. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს მონაწილე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ყოველ სხდომაზე, მათ შორის მართვის ერთიანი ავტომატური საშუალების გზით გადაწყვეტილების მიღებისას  დგება ოქმი, რომელიც ასახავს განხილულ ყველა საკითხს და მიღებულ გადაწყვეტილებას. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ  წევრს უფლება აქვს დააფიქსიროს თავისი დამოუკიდებელი მოსაზრება ოქმში.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული საშტატო განრიგის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, ფონდის თანამშრომლებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს, ამტკიცებს შინაგანაწესს;”.

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ” ქვეპუნქტი:

„დ) საინვესტიციო პროექტების განხორციელებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების, შესაბამისი კვლევების, არქეოლოგიური სამუშაოების და საინვესტიციო პროექტების განხორციელებისათვის საჭირო სხვა თანმდევი მომსახურების დაფინანსება.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი