„თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№175
სარეგისტრაციო კოდი
200250000.10.003.017341
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №175

2013 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 12/01/2011, 200250000.10.003.016171) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. თზ-ის ორგანიზატორს ევალება გარანტიის წარდგენა. გარანტიის ოდენობა განისაზღვრება წარდგენილი თზ-ის მოწყობის გეგმის შესაბამისად თზ-ის მიწის ნაკვეთის ფართობის ყოველ 1 კვადრატულ მეტრზე 2 ევროს ოდენობით, არაუმეტეს 500 000 ევროს ოდენობისა.“;

 ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ერთ კალენდარულ წელზე ნაკლები. ამასთან, თზ-ის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი თზ-ის ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გარანტიის ვადის ყოველი შემდგომი გაგრძელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასევე არანაკლებ ერთი წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს თზ-ის სტატუსის მოქმედების დარჩენილი ვადისა) წარმოდგენილი უნდა იქნეს მიმდინარე გარანტიის ვადის ამოწურვამდე.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) საბანკო გარანტიის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში სამსახური ახდენს გარანტიის რეგისტრაციას და იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებულ ასლს გადასცემს ორგანიზატორს.“.

3მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. დაზღვევის პოლისი:

ა) რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა.ა) მზღვეველის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი;

ა.ბ) დამზღვევის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი;

ა.გ) დაზღვეული (მოსარგებლე);

ა.დ) დაზღვევის ობიექტი;

ა.ე) სადაზღვევო თანხა;

ა.ვ) დაზღვევის მოქმედების ტერიტორია;

ა.ზ) დაზღვევის მოქმედების პერიოდი;

 ა.თ) დადასტურება, რომ გარანტი (მზღვეველი) იღებს გამოუწვევად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს დაზღვეულს (მოსარგებლეს) ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

ბ) რომელსაც, ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის შემთხვევაში:

ბ.ა) განიხილავს სამსახური, ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ბ.ბ) დაზღვევის პოლისის შესაბამისობის დადგენისას, სამსახური ახდენს გარანტიის რეგისტრაციას და იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებულ ასლს გადასცემს ორგანიზატორს.“.

4. 21-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, რომელზეც წარდგენილია ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარანტია, გარანტიის შესრულების (რეალიზაციის) მოთხოვნას ან გარანტიიდან საჭირო ოდენობის ფულადი თანხის ჩამოჭრას ახორციელებს სამსახური.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობისას სამსახური მიმართავს სამინისტროს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) მოთხოვნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი