1.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში საჯარო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსსა და საჯარო მოხელეთათვის ატესტაციას ატარებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია).
2.
კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
3.
კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში – საკრებულო) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 362 მუხლის შესაბამისად.
4.
კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: პროფესიული კავშირის წევრი(ები); მოწვეული დამოუკიდებელი სპეციალისტი(ები). კომისიის შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ: ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკურსი გამოცხადებულია ამ თანამდებობაზე და/ან კომისიამ უნდა მოხდინოს მისი ატესტაცია).
5.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
6.
კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
7.
ამ დებულებით განსაზღვრული საკითხების რეგულირების მიზნით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებებს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 17.07.2013
მუხლი 3. საკონკურსო-საატესატაციო კომისიის შემადგენლობა
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 3. საკონკურსო-საატესტატაციო კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 1. დამტკიცდეს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის და ატესტა
- მუხლი 6. საკონკურსო პირობები
- მუხლი 15¹⁰. საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. გამოყენების სფერო
- მუხლი 2. კონკურსისა და ატესტაციის პრინციპები
- მუხლი 4. კომისიის წევრთა დანიშვნის წესი
- მუხლი 5. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
- მუხლი 6. კომისიის სამდივნო
- მუხლი 7. კომისიის საქმიანობაზე დამკვირებელი
- მუხლი 8. კომისიის მუშაობის წესი
- მუხლი 9. კონკურსის მიზნები და ამოცანები
- მუხლი 10. კონკურსის გამოცხადება
- მუხლი 11. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს
- მუხლი 12. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის დებულების დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2013. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 23/07/2013.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 3, №19, 17.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320000.35.113.016136 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1970928/muxli-3/