არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№187
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017354
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №187

2013 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ
მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად:

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ‑ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 204864548)  2013 წლის 15 სექტემბრამდე გარდაიქმნას (რეორგანიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ‑ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტად და მის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური), ასევე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ‑ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 204864548) სამართალმემკვიდრედ.

 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ‑ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 204864548)  გარდაქმნასთან (რეორგანიზაციასთან) დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს  სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

 5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‑ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №412 დადგენილება.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს სსიპ ‑ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ‑ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 204864548) რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი