წინა რედაქცია (12.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი 1. ეს კანონი, გარდა პირველი–მე-6 და მე-8 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე . 2. ამ კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლები ამოქმედდეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი თბილისი , 2007 წლის 11 ივლისი . № 527 4– რს
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
საქმე №ბს-693(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.12.2024
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და…
საქმე №ბს-655(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2023
მიმართვა მიიჩნია „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე წარდგენილ მოთხოვნად და 2019 წლის 6 მარტის №283 განკარგულებით არ დააკმაყოფილა შპს,,დ...ის’’ განცხადება უფლებააღიარებული,...
საქმე №ბს-426(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2021
ფ-ის 2016 წლის 5 აგვისტოს განცხადება,თანდართულ მასალებთან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ' ' საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში 2016 წლის 21 ოქტომბერს განსახილველად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაუგზავნა.
საქმე №ბს-1214(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
…სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის…
საქმე №ბს-1589(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2019
…რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულია 2007 წლის 11 ივლისს. ამავე კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, გარდა პირველი, მე-6 და მე-8 მუხლებისა, ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე. ამდენად, იმისათვის, რომ მოსარჩელე მოექცეს აღნიშნული კანონის რეგულაციებში, სავალდებულოა, დადასტურდეს მისი მხრიდან მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის 2007 წლის მდგომარეობით ფლობის ფაქტი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, მუხლი 9, №5274, 11.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 370.060.000.05.001.003.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/19780/muxli-9/