„სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008" საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№212
სარეგისტრაციო კოდი
300280020.10.003.017379
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №212

2013 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ - საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ ‑ საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში (სსმ, №61, 22/04/2008) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე‑2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. იმ შემთხვევაში, თუ პირმა დაიწყო ელექტროსადგურ(ებ)ის მშენებლობა და ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით შესაძლებელია წარმოდგენილი საბანკო გარანტიის შემცირება პირის მიერ განხორციელებული ინვესტიციის პროპორციულად, რომელიც განისაზღვრება შესაბამისი აუდიტორული დასკვნით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-8, 81, მე-9, მე-10,  101, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, 161, მე-17, მე-18, მე-20, 23-ე, 231, 232, 24-ე და 25-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი