1. არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია და ფაკულტეტების საარჩევნო კომისიები.
2. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრების შემადგენლობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი.
3. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის საქმიანობა რეგულირდება უნივერსიტეტის საარჩევნო კოდექსი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2023.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/09/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება