„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№236
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.017403
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №236

2013 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1🔗

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/03/2013, 010240010.10.003.017218) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 28‑ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამოსილია, მიიღოს ამ მუხლის მე‑4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, თუ:

ა) კანონპროექტი ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან  ტერმინოლოგიური ხასიათის ან სხვა სახის ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;

ბ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებასთან;

გ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან;

დ) კანონპროექტი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თანმდევი კანონპროექტის სახით, თუ ძირითადი კანონპროექტი უკვე განხილულ იქნა მთავრობის სხდომაზე და წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ძირითადი კანონპროექტის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;

ე) კანონპროექტი ეხება კანონში დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს.“.

მუხლი 2🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი