1. დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებია:
ა) პროფესიონალიზმი, ერთგულება, პატიოსნება და მიუკერძოებლობა;
ბ) პატრიოტიზმი და ანგარიშვალდებულება ქვეყნისა და ხალხის წინაშე;
გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად განხორციელება დიპლომატიური სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე.
2. დიპლომატიური სამსახურის პრინციპებია:
ა) ეროვნული ინტერესების თანმიმდევრულად განხორციელება;
ბ) საგარეო პოლიტიკის ქმედებებისა და ინიციატივების მდგრადობა და პროგნოზირებადობა;
გ) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემა;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა ზუსტი და თანმიმდევრული დაცვა;
ე) საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მათი უნარის, კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად დიპლომატიურ სამსახურში შესვლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა;
ვ) მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა;
ზ) დიპლომატიური სამსახურის ერთიანობა;
თ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;
ი) დიპლომატიურ სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განუხრელი დაცვა.
3. დიპლომატიური სამსახურის პროფესიული ეთიკის ქარტიის მიზანია, ხელი შეუწყოს დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებისა და პრინციპების პატივისცემას.
4. დიპლომატიურ სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები მტკიცდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.05.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.05.2025 კანონი №582
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (07.03.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. დიპლომატიური სამსახურის ფასეულობები,ფასეულობები პრინციპები და პროფესიულიპრინციპები ეთიკის ქარტია 1. დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებია: ა) პროფესიონალიზმი, ერთგულება, პატიოსნება და მიუკერძოებლობა; ბ) პატრიოტიზმი და ანგარიშვალდებულება ქვეყნისა და ხალხის წინაშე.წინაშე; გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად განხორციელება დიპლომატიური სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე. 2. დიპლომატიური სამსახურის პრინციპებია: ა) ეროვნული ინტერესების თანმიმდევრულად განხორციელება; ბ) საგარეო პოლიტიკის ქმედებებისა და ინიციატივების მდგრადობა და პროგნოზირებადობა; გ) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემა; დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა ზუსტი და თანმიმდევრული დაცვა; ე) საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მათი უნარის, კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად დიპლომატიურ სამსახურში შესვლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; ვ) მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა; ზ) დიპლომატიური სამსახურის ერთიანობა; თ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.ნეიტრალიტეტი; ი) დიპლომატიურ სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განუხრელი დაცვა. 3. დიპლომატიური სამსახურის პროფესიული ეთიკის ქარტიის მიზანია, ხელი შეუწყოს დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებისა და პრინციპების პატივისცემას. 4. დიპლომატიურ სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები მტკიცდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დიპლომატიური სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 45, 21/12/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება