1. ამ კანონის დებულებები ვრცელდება სამინისტროს სისტემის ყველა თანამდებობის პირზე, მათი დანიშვნის თარიღის მიუხედავად.
2. ამ კანონის ამოქმედებისათვის დიპლომატიურ თანამდებობის პირებთან გათანაბრებული პირები ჩაირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში.
3. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით:
ა) საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილებების მიღება;
ბ) ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში დაადგინოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხა, რომლებიც უნდა ჩაირიცხონ დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში;
გ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს შემდეგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა:
გ.ა) (ამოღებულია).
გ.ბ) „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“;
გ.გ) „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის შესახებ“;
გ.დ) „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“;
გ.ე) „დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის შესახებ“;
გ.ვ) (ამოღებულია).
დ) (ამოღებულია).
4. ამ კანონის 17
1 მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება ვრცელდება ასევე 2013 წლის 1 ივნისამდე ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნულ დროებით მოვალეობის შემსრულებლებზე და იმავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა აითვლება ამ თანამდებობაზე მათი დანიშვნის დღიდან.
5. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალზე, რომელსაც როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა გაუგრძელდა 2013 წლის 1 ივნისამდე პერიოდში, ამ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა ვრცელდება როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ.
6. ამ კანონის 321 მუხლის მე-4–მე-7 პუნქტების მოთხოვნათა შესრულების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2016 წლის 1 იანვრამდე გამოსცენ შესაბამისი ბრძანება (ბრძანებები).
7. ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შესაბამისი დადგენილება.
საქართველოს 2009 წლის 6 აგვისტოს კანონი №1606 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ., მუხ.147
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 1
მაისის
კანონი №
– ვებგვერდი,.0
.2013წ.
საქართველოს 2013 წლის
სექტემბრის
კანონი
№1
– ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2091 - ვებგვერდი, 19.03.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 8
ივლისის კანონი
№3928
- ვებგვერდი, 15.07.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.07.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 08.07.2015 კანონი №3928
- 07.03.2014 კანონი №2091
- 11.03.2011 კანონი №4383
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (07.03.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 49. გარდამავალი დებულებანი 1. ამ კანონის დებულებები ვრცელდება სამინისტროს სისტემის ყველა თანამდებობის პირზე, მათი დანიშვნის თარიღის მიუხედავად. 2. ამ კანონის ამოქმედებისათვის დიპლომატიურ თანამდებობის პირებთან გათანაბრებული პირები ჩაირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში. 3. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით: ა) საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილებების მიღება; ბ) ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში დაადგინოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხა, რომლებიც უნდა ჩაირიცხონ დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში; გ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს შემდეგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა: გ.ა) (ამოღებულია). გ.ბ) „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“; გ.გ) „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის შესახებ“; გ.დ) „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“; გ.ე) „დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის შესახებ“; გ.ვ) (ამოღებულია). დ) (ამოღებულია). 4. ამ კანონის 17117 1 მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება ვრცელდება ასევე 2013 წლის 1 ივნისამდე ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნულ დროებით მოვალეობის შემსრულებლებზე და იმავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა აითვლება ამ თანამდებობაზე მათი დანიშვნის დღიდან. 5. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალზე, რომელსაც როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა გაუგრძელდა 2013 წლის 1 ივნისამდე პერიოდში, ამ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა ვრცელდება როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ. 6. ამ კანონის 321 მუხლის მე-4–მე-7 პუნქტების მოთხოვნათა შესრულების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2016 წლის 1 იანვრამდე გამოსცენ შესაბამისი ბრძანება (ბრძანებები). 7. ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შესაბამისი დადგენილება. საქართველოს 2009 წლის 6 აგვისტოს კანონი №1606 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ., მუხ.147 საქართველოს 2013 წლის 1 7 მაისის კანონი № 602 – ვებგვერდი, 07 .0 6 .2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1 051 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დიპლომატიური სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 45, 21/12/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება