„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-37/ნ |
|
2013 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში (სსმ III, 20.05.2010, №56, მუხ. 878) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ (დანართი №1): |
ა)
მე-5 მუხლის მე-7 და მე–8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ,,C2“ კითხვის პირველი, მე-3, მე–4, მე–5, მე-8 და მე–10 გრაფების შევსების დროს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს აცნობს ინფორმაციას ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან (შემდგომში - შემოსავლების სამსახური) მიღებულ მონაცემთა ბაზასა და სააგენტოს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ავსებს შესაბამის გრაფას. 8. თუ ოჯახის განაცხადში დაფიქსირებულ წევრთა მონაცემები არაიდენტურია დეკლარაციის შევსების მომენტში არსებულ წევრთა მონაცემებთან, ასეთ შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი განსხვავებულ ოჯახის წევრ(ებ)ზე ,,C2“ კითხვის პირველ, მე-3, მე-4, მე-5, მე-8 და მე-10 გრაფებს ავსებს სააგენტოში დაცული ინფორმაციის საფუძველზე.“; |
ბ)
მე–8 მუხლის მე–3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ზ” ქვეპუნქტი:
,,ზ) ოჯახის შემოსავლებში, როგორც დროებითი ხასიათის მქონე შემოსავალი, არ გაითვალისწინება საარჩევნო პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნის/არჩევის გამო, არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან მიღებული ხელფასი.”. |
2.
ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,ოჯახის დეკლარაციის ფორმა” (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიული პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ, 2013 წლის 1 ოქტომბრიდან, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება განახორციელოს ამ ბრძანების პირველი მუხლის მე–2 პუნქტით დამტკიცებული ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე.
|
| მუხლი 3 |
1.
ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2013 წლის 1 ოქტომბრიდან. |
2.
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.09.2013.
- როდის იქნა მიღებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 18.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-37/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.22.035.016220.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №01-37/ნ, 18.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.035.016220 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2017795/
