„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №427 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1317
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016014
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

 

განკარგულება 13 1 7

 

2013 წლის  1 0   სექტემბერი

 

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის № 427 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №427 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული  „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტთა ნუსხის  (დანართი №2) „ფ” და  „ქ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ფ)      საქართველოს მთავრობის წევრის ან/და სამსახურის სხვა დასაცავი პირის საცხოვრებელი ბინა - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით;

ქ)საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი და დროებითი საცხოვრებელი ბინები საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნამდე;”.

პრემიერ-მინისტრი                                                                   ბ . ივანიშვილი