„საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე მუხლით გათვალისიწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1326
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016009
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1326

2013 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23 - ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის № 14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №14 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის კანცელარიაზე არ გავრცელდეს ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ 2013 წლისათვის საქართველოს მთავრობის კანცელარიის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 32 ერთეულით, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურების ზედა ზღვარი – არაუმეტეს 5000 ლა რით.“.

პრემიერ - მინისტრი                                             ბ . ივანიშვილი