„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და მასთან დაკავშირებით გასატარებელ სხვა ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№247
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.017414
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №247

2013 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და მასთან დაკავშირებით გასატარებელ სხვა ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 1
დედოფლისწყაროს, ქარელის, ასპინძის, ლენტეხის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ვანისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს  მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2012, 470230000.10.003.017163) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ზ2“, „ზ3“ და „ზ4“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

2) „სოფლის ექიმის“ პროგრამის „სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდების“ კომპონენტის ფარგლებში „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილების დანართი 14.2-ით განსაზღვრული სპეცდაფინანსებაზე მყოფი მიმწოდებლებიდან „შპს „ადითი“ (ლენტეხის მუნიციპალიტეტი)“-ის ნაცვლად განისაზღვროს შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) და თვის ლიმიტი განისაზღვროს: სექტემბერი  - 16 700 ლარის, ოქტომბერი - 16 600 ლარის, ნოემბერი - 16 600 ლარის, ხოლო დეკემბერი - 12 500 ლარის ოდენობით;

„ზ3) „სოფლის ექიმის“ პროგრამის „სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდების“ კომპონენტის ფარგლებში რეგიონებში არსებულ სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებს შესაბამის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, დაემატოს შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ და თვის ლიმიტი (მხოლოდ მიმდინარე წლის სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი) მუნიციპალიტეტების მიხედვით, განისაზღვროს წარმოდგენილი ცხრილის შესაბამისად:

დასახელება

სექტემბერი

ოქტომბერი

ნოემბერი

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“

ასპინძა

14 200

23 800

23 800

დედოფლისწყარო

31 800

45 400

45 400

ვანი

9 100

15 100

15 100

ლანჩხუთი

21 800

36 500

36 500

ქარელი

39 500

65 700

65 700

ჩოხატაური

22 000

35 800

35 800

ხარაგაული

11 400

12 100

12 100

4) დაევალოს სააგენტოს ამ პუნქტის „ზ2“ და ზ3“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მიმწოდებელთან (შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“) 2013 წლის სექტემბრის თვის შესაბამისი ლიმიტის/ლიმიტების ანაზღაურება განახორციელოს შესაბამისი ხელშეკრულების/ხელშეკრულებების გაფორმებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დანარჩენი თვეები ანაზღაურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;“.

მუხლი 2
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაწესებულების შეუფერხებელი და უწყვეტი ფუნქციონირების მიზნით,  შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ მიეცეს უფლება საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სატენდერო პროცედურების დასრულების, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და საქონლის/მომსახურების მიწოდებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2013 წლის 31 დეკემბრისა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  ხელმოწერისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი