საოქმო განჩინება სს „კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/33
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/33

 

ს ა ო ქ მ ო   გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2013 წლი ს 30 ივლისი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

   კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

   კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე

  სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

 1. სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2013 წლის 04 ოქტომბერს , 12:00 საათზე , შემდეგი დღის წესრიგით:

ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება;

2 .    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 , მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).

3 .    განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge

4 .    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. : ქ. ქუთაისი კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

    მოსამართლე:               გენად მაკარიძე

    სხდომის მდივანი:             ნოდარ გიორგიძე